აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

23 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ,,აფხაზეთობის’’ დღესასწაულს დაესწრო საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ხელისუფლებამ და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ,,აფხაზეთობა” მიულოცეს და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ სახალხო ზეიმს დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ […]

Рубрики: სიახლეები

აქციაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდმარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილება. სამუშაოების ფარგლებში სულ 150-მდე ძირი ხე დაირგა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინციატივით მოეწყო. გამწვანების აქციაში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და სატყეო სამმართველოს თანამშრომლებმი იყვნენ ჩართულები.

Рубрики: სიახლეები

2015 წლის 10 მაისს, ENPARD-ის (სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამა) მიწვევით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, მისი მოადგილე ბორის იაროშევიჩი და ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა საპატიო სტუმრებს საჩუქრები გადასცა.

Рубрики: სიახლეები

2015 წლის 9 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“-ს სათაო ოფისში ჩატარებულ ღონისძიებაში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბენეფიციარი ფერმერული კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა აფხაზათის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიერ წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ. […]

Рубрики: სიახლეები

საქართველოში ჩეხეთის საელჩოს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში პროექტი „ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში“ ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომას პერნიკი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, თუშეთის დაცული ლანდშაპტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაეცნენ. აღნიშნული პროექტი, რომლის მთლიანი […]

Рубрики: სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, დევნილთა დასაქმების პერსპექტივებისა და ქვეყნის აგრარულ სექტორში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. მრგვალი მაგიდა მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გახსნა. აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის […]

Рубрики: სიახლეები

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსებული „ზუგდიდის რაიონში სათბურის მოწყობის პროექტის” საზეიმო ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საქართველოს ოკოპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების […]

Рубрики: სიახლეები