აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსებული „ზუგდიდის რაიონში სათბურის მოწყობის პროექტის” საზეიმო ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საქართველოს ოკოპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები დაესწრნენ. საგრანტო ხეშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ და კავშირ-ასოციაცია „აგორას” ხელმძღვანელმა თენგიზ სვანიძემ.

პროექტი უზრუნველყოფს სასათბურე მეურნეობის მოწყობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის ტერიოტირაზე. იაპონიის მთავრობა გამოყოფს სახსრებს სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და ასევე დაფარავს მეურნეობის მიმდინარე ხარჯებს საწყის ეტაპზე. გრანტის მიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ.

პროექტი ხელს შეუწყობს სოფელ რიყეში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს მათი ოჯახებისთვის და შეამცირებს უმუშევრობას. პროექტის ღირებულება 92,622 აშშ დოლარს შეადგენს. გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების” (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.10911257_1404604083169582_756632970738537826_o 10928907_1404604116502912_3809546525089139997_o 10710215_1404604079836249_4551569642380655022_o 10553666_1404604089836248_7630051299894428159_o 1462575_1404604113169579_509436901540736914_o