აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

2015 წლის 27 სექტემბერიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თურქეთში პირველად 22 წლის განმავლობაში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით.

28 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, შეფიქ ვურალ ალთაისთან; 28-29 სექტემბერს ასევე გაიმართა შეხვედრები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საგენტოსა (TIKA) და თურქეთის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელობებთან, სადაც დაისახა კონკრეტული ორმხრივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები აფხაზეთის ა/რ ხელმძღვანელობასთან.

29 სექტემბერს ანკარაში საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში ომის 22-ე წლისთავს და საქართველო-რუსეთის ომის მე-7 წლისთავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ექსპოზიციის გამოფენები: ”დევნილები ფოტოკამერებში” (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და ”კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ” (აფხაზეთი), ასევე საელჩოს მიერ მომზადებული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო-ინსტალაცია. მიღებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ანკარაში აკრედიტებული 30-მდე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. ასევე, თურქეთის აკადემიური, არასამთავრობო, ბიზნესის და მედია წრეების, ქართული და აფხაზური დიასპორების წარმომადგენლები ანკარიდან, სტამბოლიდან, ინეგოლიდან, საქარიადან, იზმითიდან, ქოჯაელიდან და სხვა.

30 სექტემბერს, ქ. ინეგოლში შედგა დელეგაციის შეხვედრა საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჰუსეინ შაჰინთან, ინეგოლის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ქალაქის მერთან და ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან.

ამასთან, 1 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ქ. საქარიას გუბერნატორთან, საქარიის უნივერსიტეტის რექტორთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან. ასევე, გაიმართა შეხვედრები ისტორიული ქართული და აფხაზური დიასპორების წარმომადგენლებთან.

2 ოქტომბერს შედგა შეხვედრები ქ. ქოჯაელი/იზმითის მერთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან, ქ. სტამბოლის ქართალის რაიონის მერთან და ქართული ისტორიული დიასპორების ხელმძღვანელებთან.

ზემოაღნიშნული ვიზიტი უპრეცენდენტოდ ფართოდ გაშუქდა თურქეთის ცენტრალური პრესის და ტელევიზიის მეშვეობით: თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის „TRT“ საინფორმაციო გამოშვება, TRT-AVAZ, TRT-Radio ქართულ-ენოვანი გადაცემა, უდიდესი საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajans, ინგლისურ-ენოვანი გამოცემები: Diplomatic Observer, ISSUE, BITTER; ასევე, ინეგოლის, საქარიას, ქოჯაელი/იზმითისა და ქართალის რეგიონალურ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

11229762_1490700754559914_2232780468936840518_n 12072834_1490700767893246_6942520291596209291_n 12096547_1490700741226582_1491938827266770450_n 12119184_1490700761226580_8491986486717485577_n12119184_1490700761226580_8491986486717485577_n