აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტომაშ პერნიცკის შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა ჩეხეთის საელჩოს როლს საქართველოში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებში. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ქალაქ ზუგდიდში სკრინინგის ცენტრის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას […]

Рубрики: სიახლეები

(აფრიკული კლარისებული ლოქო ანუნ მარმარილოს კლარისებული ლოქო ანუ ნილოს კლარიასი, ლათინურად Clarias gaziepinus). აშკარაა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წყლის რესურსების პოტენციალი აკვაკულტურის სახეობის განვითარებისათვის. ამას ადასტურებს რამოდენიმე მონაცემები: • ზღვის გარეშე, წყლის რესურსებით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ქვეყანაში 25 ათასზე მეტი მდინარე და წყაროა, საერთო სიგრძით-55 ათასი კმ, ასევე 860 ტბა და 12 წყალსაცავი, რომელთა ფართობი 277 კვ. კმ-ს […]

Рубрики: სიახლეები

2017 წლის 25-26 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო “Holiday Inn”-ში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს ფერმერთა სათათბირო ოფიციალურად დაფუძნდა. 26 სექტემბერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, სათათბიროს პრეზენტაციასთან ერთად, დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი 3 ახალი პროექტიც წარმოადგინა: საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“ და წიგნი „გზა ფერმერობისკენ“. წიგნი „გზა ფერმერობისკენ“ 2017 წელს გამოიცა. წიგნში აღწერილია საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული 60-ზე მეტი სასოფლო სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგია, […]

Рубрики: სიახლეები