აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

(აფრიკული კლარისებული ლოქო ანუნ მარმარილოს კლარისებული ლოქო ანუ ნილოს კლარიასი, ლათინურად Clarias gaziepinus).
აშკარაა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წყლის რესურსების პოტენციალი აკვაკულტურის სახეობის განვითარებისათვის. ამას ადასტურებს რამოდენიმე მონაცემები:
• ზღვის გარეშე, წყლის რესურსებით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ქვეყანაში 25 ათასზე მეტი მდინარე და წყაროა, საერთო სიგრძით-55 ათასი კმ, ასევე 860 ტბა და 12 წყალსაცავი, რომელთა ფართობი 277 კვ. კმ-ს აჭარბებს. თუმცა, თევზის ფერმებში მოშენების, ანუ აკვაკულტურის განვითარების დონის მიხედვით, ექსპერტების მოსაზრებით, არათუ ევროპასა და მსოფლიოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებს (მაგ, სომხეთს, თურქეთს) მკვეთრად ჩამორჩება;
• ექსპერტების გათვლებით, დღეისათვის საქართველოში 350-მდე თევზსაშენია. მათი წარმოებული პროდუქციის საერთო რაოდენობა კი წელიწადში, დაახლოებით 3 ათას ტონას შეადგენს. მაშინ, როცა ქვეყანა 21 ათასი ტონის იმპორტს ახორციელებს. 2014 წელს თევზის პროდუქტების შესაძენად საქართველოდან 36,7 მილიონი დოლარი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ეტაპზე საქართველოში აკვაკულტურის წარმოება შემოიფარგლება სანაკადო სისტემის მცირე საფერმერო მეურნეობებში კალმახის გამოყვანით. შიდა აუზებში კალმახის გამოყვანით ტბებში და წყალსაცავებში თევზის ჭერით, გამოყვანილი ხელოვნურ პირობებში. ძირითადი სახეობები წარმოდგენილია: კარპით, სქელშუბათი და თეთრი ამურით. გასაგებია, რომ ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარება იმყოფება საწყის ეტაპზე, მაგრამ ამავე დროს უნდა აღინიშნოს, აკვაკულტურული სექტორს გააჩნია კარგი პოტენციალი სხვადასხვა ჯიშის თევზის წარმოების გაზრდისათვის, როგორც შიდა წყლებში, ისე საზღვაო აკვატორიაში და აგრეთვე სიღარიბის დასაძლევად სოფლად.
მთელ მსოფლიოში შეინიშნება აკვაკულტურის წარმოების განვითარების წინსწრებითი ზრდა სამრეწველო თევზჭერასთან შედარებით. ადამიანის არაპროდუქტიული სამეურნეო საქმიანობის გამო, სულ ნაკლები თევზი რჩება ველურ ბუნებაში და ამიტომ სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებულია პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ 2020 წლისათვის სამომხმარებლო კალათა მხოლოდ 35-%-ით შეივსება ველური ბუნებიდან და 65 % იქნება ხელოვნურად გამოყვანილი თევზი.
ამრიგად, სახეზეა ტენდეცია თევზჭერისა და აკვაკულტურის გარდაქმნისა, რაც შემოსავლის ძირითად წყაროდ ითვლება ხალხის მეტი რაოდენობისათვის, მაგრამ არაეფექტური პრაქტიკა და მმართველობა საფრთხეს უქმნის ამ სექტორის სტაბილურობას.
აშკარაა, რომ საქართველოში აკვაკულტურის ბიზნესის მომგებიანობა საკმაოდ მაღალია. ამავე დროს, ტრადიციულმა და აუზის მეთევზეობამ უკვე აითვისა ქვეყნის მნიშვნელოვანი წყლის რესურსები. დიდი და თავისუფალი წყლის რესურსები უფრო მცირდება და მცირდება. ამიტომ საჭიროა ახალი ბიოტექნოლოგიების ათვისება, რომლებშიც თევზპროდუქტიულობა ბევრად უფრო მაღალი იქნება. ანუ იმავე წყლის რესურსებიდან მივიღოთ მეტი პროდუქცია. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? პირველი მიმართულებაა -თევზის გამოყვანის უფრო პროდუქტიული სისტემების ათვისება, მეორე- კულტივირებული თევზების ასორტიმენტის გაფართოება.
ბევრი სპეციალისტის აზრით, ახლო მომავალში ერთ-ერთი პერსპექტიული ობიექტი შეიძლება იყოს აფრიკული ლოქო.
წინასიტყვაობა
მსოფლიო აკვაკულტურაში აფრიკული ლოქო დიდი ხანია ცნობილია, როგორც გამოყვანის ღირებული ობიექტი. აქვს ზრდის მაღალი დონე და არამომთხოვნადია გარემო ფაქტორებისადმი. დაახლოებით სამი ათწლეულის წინ აფრიკული ლოქო იყო ინტროდიცირებული ევროაზიურ კონტინენტზე ნიდერლანდებში, უნგრეთში, მოგვიანებით კი იტალიაში, ჩეხეთში და პოლონეთში, სადაც გახდა თბილწყლების მოყვარულ თევზის კულტურის ძალიან პოპულარულ ობიექტად. ევროპაში ამ ახალი სახეობის დანერგვა და ათვისება ხდებოდა სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით და ამ ორგანიზაციის მონაცემებით 2020 წლისათვის პროგნოზირებულია აფრიკული ლოქოს წარმოების გაზრდა 400 ათას ტონამდე წელიწადში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო მოსახლეობის ზრდის და მსოფლიო ოკეანის რესურსების მნიშვნელოვანი შემცირების გათვალისწინებით.
ლოქო ადვილად ეჩვევა ნებისმიერი ტიპის კვებას. დაბალი ცილის შემცველობით და მცენარეული კომპონენტების უფრო მაღალი პროპორციით. ყველაზე სასარგებლო თვისებები აფრიკული ლოქოს გამოსაყვანად არის:
• ჩქარი ზრდა (მაღალხარისხიან საკვებზე 6-7 თვეში აღწევს 1 კგ წონას);
• გაშენების დროს შესაძლებელია თევზის მაღალი სიმკვრივით ჩასმა(400კვ/მ3)
• განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა (შეიძლება დარჩეს ცოცხალი წყლის გარეშე ტენიან გარემოში. ტემპერატურის არანაკლებ 14-25 გრადუსისა 1,5-2 დღის განმავლობაში)
განსაკუთრებით აღსანიშნავია უკანასკნელი გარემოება-ლოქოს ბიოლოგია. მას შეუძლია იცოცხლოს უწყლოდ ორი დღის განმავლობაში უბრალო ჰაერის სუნთქვით. საქმე იმაშია, რომ ლოქოს აქვს როგორც ლაყუჩები, აგრეთვე ფილტვები. ის ძალიან ძლიერი და ჭკვიანი თევზია. თავის ქვეყანაში აფრიკაში ლოქოს შეუძლია 1 კილომეტრის გავლა ახალი წყლის მოსაძებნად. (როდესაც წყალსაცავში წყალი შრება)

აფრიკული ლოქოს ხორცის სასარგებლო თვისებები.

აფრიკული ლოქოს ხორცი ძალიან სასარგებლოა ახალგაზრდებისათვის და ბავშვებისათვის. ის შეიცავს მცირე რაოდენის შემაერთებელ ქსოვილს და ამიტომ ძალიან კარგად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი. ამის გარდა ლოქოს ფილე შეიცავს მნიშვნელოვან ამინომჟავებს, რაც იძლევა საშუალებას ის გამოყენებული იქნას ხორცის სრულფასოვან შემცვლელად.
მიუხედავად იმისა, რომ ლოქოს ხორცი ითვლება ძალზედ ცხიმიანად, ის არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალკალორიულად. მისი ჭამა შეუძლია მათაც ვინც იცავს დიეტას ან სურს წონის დაკლება. თუ ადამიანი დავადებულია სიმსუქნით ან დიაბეტით -მათთვის სასარგებლო იქნება ლოქოს შუა ნაწილის ჭამა. მომზადებული ორთქლზე, რაც ითვლება შესანიშნავ დიეტურ კერძად.ზოგადად აფრიკული ლოქო უნივერსალური თევზია, რომლის ჭამა ყველასათვის შესაძლებელია.
გარდა ამისა ლოქოს ხორცი დიდ რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ამიტომაც ის სასარგებლოა გულის, ჰიპერტონიის დაავადებისათვის. აგრეთვე მის შემცვლელობაშია კალციუმი, რაც ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას. ცხიმოვანი მჟავეები პასუხისმგებელია ქოლესტერინთან ბრძოლისათვის და პროფილაქტიკისთვის.

გემოვნური თვისებები

აფრიკულ ლოქოს აქვს მინიმალური რაოდენობის ძვალი. რბილი და ნაზი ხორცი კი მოტკბო გემოთი. ლოქო ითვლება ცხიმიან თევზად, ცხიმი მცირე რაოდენობით კუდში, რაც არ უშლის ხელს გურმანებს დატკბნენ მისი შესანიშნავი გემოთი.

კულინარიაში გამოყენება

ლოქოს დიდი ხნის შენახვა არ შეიძლება, იმიტომ რომ ქონი , რომელსაც ის შეიცავს მწარდება, მაგრამ შეიძლება მისი გაყინვა. ლოქოს ფილე გამოიყენება სხვადასხვა (მათ შორის ტრადიციულ და რიტუალურ)კერძების მოსამზადებლად. (კერძოდ ლოქო ქინძმარში) და აგრეთვე სხვადასხვა სახის საჭმლებში და სალათებში. ძალზე გემრიელია შებოლილი.

აფრიკული ლოქოს გამოყვანის მეთოდები

აფრიკის ქვეყნებში , ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ლოქო გამოყავთ სააუზე სათევზე მეურნეობების პირობებში დაწყებული ლიფსიტის გამოყვანის პირველი ეტაპებიდან.

ჩვენს პირობებში აფრიკული ლოქოს გამოყვანა შესაძლებელია აუზებში, თხრილებში და აგრეთვე ბოჭკებშიც კი.

კვების რაციონში უნდა შედიოდეს ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს დიდ რაოდენობით ცილებს. გამოიყენება კობრის ან კალმახის სპეციალური საკვები. თევზს აგრეთვე შეიძლება მიეცეს ცხოველური და მცენარეული საკვები. მაგ. თევზის ნარჩენები სუბპროდუკტები, ჭიები და მწერები.
გასაგებია, რომ საქართველოს ზომიერ კლიმატის პირობები მკვეთრად გამოხატულ სეზონურობით ამ ტროპიკულ ობიექტის მოშენებას თავისებურ სპეციფიკას აკისრებს. ოქტომბრის ბოლოდან შუა აპრილის პერიოდში ღია პირობებში აფრიკული ლოქო იყინება და კვდება, ხოლო მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ლოქო სწრაფად იზრდება. შეუძლია მიაღწიოს ერთ სავეგეტაციო პერიოდში 1,2-1,5-კგ-ს , რაც ხელს უწყობს მისი მოშენებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
ამავდროულად, ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე, აფრიკული ლოქო გამოყავთ, ინდუსტრიულ მეურნეობებში, დახურულ და ზრუნვადი სისტემების პირობებში.
აფრიკული ლოქოს მოშენება შესაძლებელია დახურული წყალმომარეგების დანადგარებში. საჭირო იქნება დიდი ფინანსური ინვესტიციები, შენობის რეკონსტრუქციისათვის ან მშენებლობისთვის და გაზომვითი ხელსაწყოების შეძენაზე ბასეინში მიკრო კლიმატის საკონტროლოდ.
დახურული წყალმომარაგების ობიექტების ძირითადი უპირატესობებიდან პირველ რიგში უნდა აღინიშნოს:
• უკუგების ვადები. წყალმომარაგების დახურულ სისტემაში თევზის მოშენების უკუკლების ვადები საშუალოდ 2-4 წელია.
• მისი კომპაქტური ზომების და ტექნოლოგიის წყალობით, სააუზო თევზის მეურნეობა შესაძლებელია განთავსდეს აგრალურ ტიპის ნებისმიერ ფართობზე შენობის გათბობის შესაძლებლობით;
• ამ ტექნოლოგიით ღირებული თევზის ჯიშების გაშენება ჩვენს ქვეყანაში ყველგან შესაძლებელია, მიუხედავად კლიმატური პირობებისა და დაბალი ჰაერის ტემპერატურისა. აგრეთვე შეზღუდული წყალმომარაგების წყაროთი;
• ბიზნესის სეზონურობის არარსებობა საშუალებას აძლევს დანადგარის მფლობელებს დამოუკიდებლად დაგეგმონ გაყიდვების მოცულობა და შეერწყოს სამომხმარებლო ბაზრის პირობებს;
• ეს სისტემა საშუალებას იძლევა, რომ გამოვიყვანოთ უმაღლესი ხარისხის თევზი. ამით მას შეექმნება არსებობის იდეალური გარემო, სადაც თევზის დაავადების რისკები არ არსებობს.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, პირველად დახურული წყალმომარაგების დანადგარები გამოიყენეს აშშ-ში, ,,ცივი ომის“ პერიოდში. საჭირო იყო შექმნილიყო დანადგარი ზომბ თავშესაფარში თევზის გამოსაყვანად ბირთვული ომის შემთხვევაში. ახლა ეს დანადგარები გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
დახურული წყალმომარაგების დანადგარები შედგება წყლის რამოდენიმე რეზერვუარიდან (აუზებიდან), რომელსაც აქვს მაგარი კარკასი. ზოგიერთ რეზერვუარში ჩასმულია თევზი, სხვებში კი მიმდინარეობს წყლის მექანიკური და ქიმიური გაწმენდა. წყლის ჟანგბადით გამდიდრება ხდება გენერატორის საშუალებით. წყალი არ დგას . ის მოძრაობს წრიულად.
საქართველოს ფერმერებისათვის, აფრიკული ლოქოს გამოყვანა შეიძლება გახდეს სწრაფად მზარდ ბიზნესად. დღევანდელ დღეს აფრიკული ლოქოს გაყიდვის საბითუმო ფასია 12-13 ლარი კილოგრამში.
პირველად საქართველოში აფრიკული ლოქოს რეცირკულაციურ სათევზე მეურნეობაში მოყვანა დაიწყო შპს ,,ლოქო“-მ, რომელიც სოფ. სართიჭალაშია განთავსებული.24068722_1755424758087511_898999245958811902_o 24174142_1755424664754187_2995407643012657253_n 24067815_1755424698087517_8414736837001768000_n 24176761_1755424661420854_2899738561654055659_n 24067833_1755424774754176_2934260315367564614_n