აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტომაშ პერნიცკის შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა ჩეხეთის საელჩოს როლს საქართველოში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებში. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ქალაქ ზუგდიდში სკრინინგის ცენტრის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას […]

Рубрики: სიახლეები

(აფრიკული კლარისებული ლოქო ანუნ მარმარილოს კლარისებული ლოქო ანუ ნილოს კლარიასი, ლათინურად Clarias gaziepinus). აშკარაა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წყლის რესურსების პოტენციალი აკვაკულტურის სახეობის განვითარებისათვის. ამას ადასტურებს რამოდენიმე მონაცემები: • ზღვის გარეშე, წყლის რესურსებით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ქვეყანაში 25 ათასზე მეტი მდინარე და წყაროა, საერთო სიგრძით-55 ათასი კმ, ასევე 860 ტბა და 12 წყალსაცავი, რომელთა ფართობი 277 კვ. კმ-ს […]

Рубрики: სიახლეები

2017 წლის 25-26 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო “Holiday Inn”-ში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს ფერმერთა სათათბირო ოფიციალურად დაფუძნდა. 26 სექტემბერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, სათათბიროს პრეზენტაციასთან ერთად, დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი 3 ახალი პროექტიც წარმოადგინა: საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“ და წიგნი „გზა ფერმერობისკენ“. წიგნი „გზა ფერმერობისკენ“ 2017 წელს გამოიცა. წიგნში აღწერილია საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული 60-ზე მეტი სასოფლო სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგია, […]

Рубрики: სიახლეები

საქართველოს მეფუტკრეობის „გილდია“-სთან არსებული მეფუტკრეობის კოლეჯის მსმენელთა ჯგუფს პრაქტიკულ მეცადინეობას უტარებს კოოპერატივ „კოდორი2015“-ის სადემონსტრაციო-საჩვენებელ საფუტკრეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მეფუტკრე დ. დარსანია, თემაზე „ფუტკრის დაავადებები და მკურნალობის წესები“

Рубрики: სიახლეები

მიმდინარე წლის 18 თებერვალს ქ. ზუგდიდში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც აღნიშნული კომისიის წევრებმა, ასევე სამეგრელო ზემო–სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონალური სამსახურების ხემძღვანელებმა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აგრეთვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტროს აპარატის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე ადმინისტრაციული ერთეულებსა და სოფლებში მცხოვრები […]

Рубрики: სიახლეები

28 თებერვალს აფხაზეთის ა|რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტროს, სამეცნიერო და საექსპერტო წრეების, ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრობლემის სიმწვავეზე მიუთებებს საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის […]

Рубрики: სიახლეები

2015 წლის 14 ოქტომბერს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში ,, დიასპორის საინფორმაციო დღე” . საინფორმაციო დღე ჩატარდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, როგორც ,,საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის” ( IDEA) რეგიონალური პარტნიორის მიერ, ,,გლობალური დიასპორული კვირეული 2015″ ფარგლებში. ღონიძიების მიზანი იყო საზოგადოებისა და დიასპორის წარმომადგენლების ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესში, […]

Рубрики: სიახლეები

2015 წლის 27 სექტემბერიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თურქეთში პირველად 22 წლის განმავლობაში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით. 28 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, შეფიქ ვურალ ალთაისთან; 28-29 სექტემბერს ასევე გაიმართა შეხვედრები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საგენტოსა […]

Рубрики: სიახლეები

  აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველო ჩაერთო, მსოფლიოს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე დასუფთავების კამპანიაში ,, დავასუფთავოთ მსოფლიო–დავასუფთავოთ საქართველო” ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მასშტაბურ აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობდნენ, თავად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სამინისტროს წარმომადგელები, შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში ქ-ნი მარტინა ქვიქი, თავდაცვის სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, თბილისის მერიის თანამშრომლები. სხვადასხვა სამთვრობო და არასამთავრობო […]

Рубрики: სიახლეები

აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსთან ხანგრძლივი და შედეგზე ორიენტირებული თნამშრომლობა აკავშირებს. 2009 წლის 31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოეწყო სემინარები ქ.ბათუმის საჯარო სკოლებში. 2010 წელს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კვირეულის ფარგლებში ბათუმის სანაპიროზე ჩატარდა გამწვანების აქცია. 2011 წლის 30-31 ოქტომბერს ქ.ბათუმში შედგა არაფორმალური სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. 30 […]

Рубрики: სიახლეები